„მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი „იმედს“ სტუმრობდა და ისაუბრა იმ დიდი სიახლის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებაში ამ ეტაპზე ხდება. ის უკრაინულ არხზე ინგლისურენოვან საავტორო გადაცემას უძღვება, რომლებიც საინტერესო ადამიანებსა და ადგილებს ეხება.
ნინი გოგიჩაიშვილი:
თავად მაუწყებლობას სურდა, რომ ჩემი სახელი ფიგურირებდეს გადაცემაში, ამიტომაც შემომთავაზეს „ნინის დღიურების“ დარქმევა. მათი იდეა იყო ასევე გადაცემის წაყვანის შეთავაზებაც. სანამ შემხვდებოდნენ, ყველანაირი მასალა მოიძიეს ჩემ შესახებ. გადაცემა ინგლისურ ენაზე მიმყავს. ეს კიდევ ერთი პატარა გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან როცა ენა მშობლიური არ არის, ცოტა რთულია, თუმცა საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა…
ტელევიზია ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც იმას აკეთებ, რაც გაინტერესებს.
ჩემი გადაცემა ეხება საინტერესო ადამიანებსა და ადგილებს. ის ეხება შთამაგონებელ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას ქმნიან… უკვე ჩავწერე ინტერვიუები ცნობილ იტალიელ და ბრიტანელ არქიტექტორებთან…