ქეთი ხატიაშვილის 5 რჩევა – როგორ დავიტვირთოთ თავი ფიზიკურად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

0
956

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი, ქეთი ხატიაშვილი, იდეალურ ფორმაშია და სხეულის „გონზე მოსაყვანად“ სამშაბათობით თავის გამომწერებს „ინსტაგრამზე“ სასარგებლო რჩევებს უზიარებს.

გთავაზობთ მის ახალ პოსტს ამ თემაზე:

„მთავარია, იმოძრავოთ, რადგან რეგულარული ვარჯიში პირდაპირ აისახება თქვენს იმუნურ სისტემაზე, ასევე დაგეხმარებათ უფრო ენერგიულად იგრძნოთ თავი დღის განმავლობაში.

‍♂️ფეხით სიარული პარკში, 5 000-დან 10 000 ნაბიჯამდე (4 კმ – 8 კმ). გაიყოლეთ წყალი და ჩაიცვით კომფორტულად, რომ ტანისამოსმა არ შეგბოჭოთ.

‍♂️უარი თქვით ლიფტით სარგებლობაზე და იარეთ კიბეებზე მშვიდი ტემპით. გახსოვდეთ, რომ უნდა გაიმართოთ მხრებში და ისუნთქოთ თანაბრად, სუნთქვის შეკავების გარეშე.

ჩართეთ სახლში თქვენი საყვარელი სიმღერების კრებული და იცეკვეთ. 30 წუთი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ინტენსიური დატვირთვა გამოგივიდეთ. ეცადეთ. მუსიკა იყოს ენერგიული და აყვეთ მის ტემპს.

სახლში აქტიურად ეთამაშეთ ბავშვებს!

‍♀️YouTube -ე შეგიძლიათ მოიძიოთ 30-წუთიანი ვარჯიშები. თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე!“

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here