ცნობილი ექიმი ლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა შეყვარებულები არიან. წყვილი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს რომანტიკულ ვიდეოებს საკუთარი სიყვარულის გამოსახატავად, მათ შორის არის სადილები ულამაზეს ადგილებში, როგორც წესი, ჭიქა ღვინის თანხლებით და ერთობლივი ვოიაჟები სხვადასხვა ქვეყანაში.
ერთ-ერთ ვიდეოზე ლევან ქარაზანიშვილს მეგობარი უწერს: „კარგი, გავაგრძელებ იმის ყურებას, თუ როგორ უსინდისოდ ბედნიერი ხარ…“
„წყვილი, რომელიც სულ იღიმის“, კიდევ ერთი კომენტარია, რომელსაც შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ლევანისა და ქეთის წყვილი ნამდვილად ბედნიერებას ასხივებს.