იუმორისტი ვასო ფხაკაძე და მოდელი ლიკუნა მეტრეველი ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ლიკუნამ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და წყვილი მილოცვებს სიამოვნებით იღებს სოციალური ქსელის საშუალებით. ლიკუნას და ვასოს ორი შვილი ჰყავთ, ულამაზესი გოგონები.
7 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოქვეყნებულ ფოტოში ლიკუნა არაჩვეულებრივად გამოიყურება, მან ყვითელი ფერის გრძელი კაბა მოირგო, ხოლო ვასომ – კლასიკურ პიჯაკსა და თეთრ პერანგთან ჯინსი შეახამა.
წყვილი ფოტოზე ძალიან მხიარულად და ბედნიერად გამოიყურება.