ნეკა დოროყაშვილი: „დიახ, მე ვიყავი დაჭრილი და ნატკენი, მაგრამ საკუთარი თავის თავიდან დაბადებას შევუწყვე ხელი…“

0
1041

ნეკა დოროყაშვილი შვილთან, ლუკას ბასილაშვილთან ერთად, დუბაიში იმყოფება, სადაც კარგ დროს ატარებს და სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს იქ გადაღებულ ვიდეოებს. ერთ-ერთი ვიდეოზე კი მოდელმა და დიზაინერმა გადაწყვიტა, ვრცლად დაეწერა იმის შესახებ, თუ როგორ იცავს საკუთარ შვილს და როგორ შეძლო მძიმე პერიოდის გადალახვა. შეგახსენებთ, რომ ნეკა დოროყაშვილისა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის დავა სასამართლო პროცესებზე ამჟამადაც მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით…

ნეკა დოროყაშვილი:

„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდილობა და სიმარტივეა. არც ერთ ქალს არ უნდა დააძალოს საზოგადოებამ, რომ მან პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს, ან ყოველდღიურად მეიქ აფი ატაროს. ყველაზე მნიშვნელოვანია იყო ის, ვინც ხარ. ძალიან ბევრი ლამაზი ქალია, რომელმაც ბედნიერება ვერ იპოვა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევისა და ბედნიერების მთავარი საიდუმლო არის ის, რომ უნდა იყო ზრდილობიანი, სამართლიანი, შემწყნარებელი, სხვათა დახმარების მოსურნე, უნდა იყო ორიენტირებული საკუთარ ღირებულებებზე, მუდამ იბრძოდე შენი საყვარელი ადამიანების ინტერესების დასაცავად და მუდამ გახსოვდეს, დარჩე ნამდვილი და სამართლიანი სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ. თუკი ჰარმონიას საკუთარ თავში არ იპოვი, სხვა ბედნიერს ვერ გაგხდის. ცხოვრება საინტერესო თავგადასავალია და მუდმივად გვასწავლის, რომ გავიზარდოთ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიებად ვიქცეთ. არასდროს შეგეშინდეთ ცვლილებების, თუკი არ შეგიძლიათ იმით გარისკოთ, რაც უკვე გაქვთ, უკეთესს ვერასდროს მიაღწევთ. კარგმა ადამიანმა საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იფიქროს. საყვარელი ადამიანების გამო არ გაქვს დამუხრუჭების უფლება. შენ შეგიძლია შეუნდო, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რადგან ამქვეყნად ბევრი ბოროტებაა და არ უნდა მისცე მათ საშუალება, რომ ავნონ შენს საყვარელ ადამიანებს.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here