როგორ ფოტოებს უღებს შვილი ლელა წურწუმიას

0
1107

ლელა წურწუმიას კლიპი ზურა მანაგაძის სიმღერაზე „გიორგობის თვე“ ნესტან სინჯიკაშვილმა სამხატვრო აკადემიის განახლებულ შენობაში გადაიღო. კლიპის პრემიერა 6 მაისს, ლელას საავტორო გადაცემაში შედგება. მანამდე უკვე მიმდინარეობს მონტაჟის პროცესი, ვინაიდან გადაღებები დასრულებულია.

კლიპის გადაღებაზე ლელა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა შავ კაბასა და აწეულ ვარცხნილობაში. გადაღებაზე ფოტოგრაფად მუშაობდა კახა მამულაშვილისა და ლელა წურწუმიას ქალიშვილი, მარიამი, რომელმაც დედას არაჩვეულებრივი ფოტოები გადაუღო. მათგან რამდენიმე უკვე გამოქვეყნდა ლელა წურწუმიას ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here