მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში ჩივის იმის შესახებ, რომ რომელ არხზეც უნდა გადართოს, ფილმები ყველგან მკვლელობასა და ძალადობაზეა.
“ყოველღამე იმის იმედით, რომ რამე კარგ ფილმს ვნახავ ტელევიზორში, სადაც არ გადავრთავ, ყველა არხზე ან ძალადობაა, ან მკვლელობა, ან რაღაც საშინელებები. რა ხდება? ხალხს ეს აინტერესებს და მათ ინტერესს აკმაყოფილებენ რეჟისორები, თუ გამოელიათ ნორმალური სცენარი და იდეები?“ – კითხულობს მომღერალი.
მისი და, მსახიობი, ნინო გაჩეჩილაძე ურჩევს, ტელევიზორს არ უყუროს და კინოსაიტებზე ეძებოს მისთვის საინტერესო ფილმები.