ნანუკა გულუამ გადაცემაში “ქალები“ დაასახელა სამი წესი კაცის შესახებ, რომელიც ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს.
ნანუკა ამბობს:
1. არ უნდა ჰქონდეს სახლში სპონჟი და პინცეტი. სპონჟი ხომ იცით, რა არის? ტონალურს რითაც ისვამ. კაცი რომ გეტყვის, ჩემი სპონჟი ვინ იხმარაო…
2. რესტორანში ძმაკაცები რომ მიდიან საქეიფოდ და ყველა ქალი არის გაპრანჭული მათთვის, ქალებო, მუსიკას დაელოდეთ. თუკი მუსიკის დროს წამოხტებიან, გადაჯეგავენ ქალების სუფრებს და ერთმანეთთან დაიწყებენ ცეკვას, აი, ეს კაცი არის გადასაგდები. ეს კაცი ჩვენ არ გვინდა და არაფერში დაგვეთანხმება. თან, მაგათ ბევრი ცეკვისგან ერთნაირი ილეთები აქვთ დადგმული და იმ კაცებისთვის ჩვენ არ ვარსებობთ.
3. ეს არის მამაკაცი სანაპიროზე – ის უნდა ცურავდეს მიმზიდველად, უნდა ამოდიოდეს წყლიდან მიმზიდველად და ასევე უნდა იღებდეს რუჯს.
ამ ვიდეოს სოციალურ ქსელებში, ძირითადად, მამაკაცების მხრიდან მოჰყვა უარყოფითი კომენტარები. წერენ, რომ ჯობია, ეს გადაცემა დაიხუროს.