მომღერალი ნუცა ბუზალაძე რუსულ მუსიკალურ შოუში „ყველა ერთად“, მეორედ მონაწილეობს. ის გარკვეული პერიოდის წინ მოსკოვში საკმაოდ დიდი ხნით იყო წასული, თუმცა გამგზავრების ნამდვილი მიზეზი დამალა. მისი რუსულ შოუში კვლავ გამოჩენა სიურპრიზი გახდა არა მხოლოდ მაყურებლისთვის, ასევე ჟიურის წევრებისთვისაც, რომელთაგან მას უიტნი ჰიუსტონის სიმღერის შესრულების შემდეგ, ასივე წევრმა დაუჭირა მხარი.
ნუცა ამავე შოუშ გასულ წელსაც მონაწილეობდა, თუმც ამეორე ადგილს დასჯერდა.
ნუცამ თავისი ახლანდელი გამოსვლა გააზიარა და დაწერა:
„Surprise!
მოკლედ, ამას გიმალავდით 2 თვე, არ მქონდა უფლება, რომ მეთქვა, სანამ არ გამოვიდოდა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დათუნა სულიკაშვილს იმისთვის, რომ ზუსტად ის გამიკეთა, რაც ამ გამოსვლას სჭირდებოდა, მიყვარხარ♥️
მარიამ კუბლაშვილი, მიყვარხარ ♥️ ზაზა გოგოტიშვილი♥️ უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის“