ლოლა წერეთელი უკვე რამდენიმე თვეა, მოსკოვშია, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მღერის. ჟურნალი „თბილისელები“ დაინტერესდა, როგორ გრძნობს იქ თავს მომღერალი და მას ინტერვიუ ჩამოართვა.
ლოლა წერეთელი:
„ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. 2000 წლიდან მოყოლებული მეუბნებოდნენ, მოსკოვში ჩამოდიო, მაგრამ არ მოვდიოდი. იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან ძნელი იყო საქართველოს დატოვება. ისე გამოვიდა, რომ პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ძალიან მძიმედ ვიყავი, თუმცა ესეც გავიარე. მერე გადავწყვიტე, რომ ჯობდა, რაღაც დროით საქართველოდან წავსულიყავი, რომ ყველაფერი დამევიწყებინა და ძველებურად ხალისიანი გავმხდარიყავი… აქაურობით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყობოდა, თუმცა მე ჩემს სახლში უნდა დავბრუნდე. მოსკოვში დროებით ჩამოვედი…“