ნანა ჩარკვიანი: „მოგონებები არ მაკავშირებს, როგორც სხვა ბავშვებს მამებთან, მაგრამ მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ…“

0
763

ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათო პოპიაშვილის ქალიშვილი, ნანა, უკვე დიდი გოგონაა. როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას თავად აღნიშნა, ამჟამად აბიტურიენტია, მიიღეს ევროპისა და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში და როცა ყველა პასუხს მიიღებს, შემდეგ გადაწყვეტს, სად გააგრძელებს სწავლას.

ნანა მამის შესახებაც საუბრობს და ამბობს:

„ირაკლი ფიზიკურად არ მახსოვს, მაგრამ მისი მენტალური სურათი თავში ბავშვობიდან მაქვს. მასთან ისეთი მოგონებები არ მაკავშირებს, როგორც სხვა ბავშვებს – მამებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ვთვლი, რომ ირაკლისთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here