ხატია სიჭინავა ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ ფილერსა და ვაქცინასთან დაკავშირებული ინფორმაცია მისთვის უმნიშვნელო იყო, ვინაიდან აცრას მაინც არ აპირებს, თუმცა აქვე იმსაც აღნიშნავს, რომ არ არის ანტივაქსერი და შვილებისთვის ყველა აცრა გაკეთებული აქვს. უბრალოდ, ნდობა აქვს იმ ვაქცინებისადმი, რომლებიც უკვე წლებია, გამოცდილია.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი ხატიას არჩევანი ექნებოდა ერთი მხრივ გამოცდილ ვაქცინასა და მეორე მხრივ ფილერს შორის, რომელს აარჩევდა, ხატია ასე პასუხობს:
„ფილერს ავირჩევდი, რა თქმა უნდა. დროთა განმავლობაში, ასაკის მატებისას, ყველას უნდა, ლამაზად გამოიყურებოდეს. მგონი, ჯობია, ფილერიანი და ლამაზი იყო, ვიდრე მახინჯი და აცრილი…“