ნიკოლოზ წულუკიძემ 27 კილო დაიკლო – „ვოცნებობ, რომ ჩემმა შვილმა მსახიობობა არ მოინდომოს…“

0
1062

ცნობილი ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე მეუღლესთან ერთად ორ შვილს ზრდის. პირადი ცხოვრების შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა. ტელეწამყვანს მცირე ხნის წინ მეორე შვილი, ვაჟი, შეეძინა, რომელსაც კიტა დაარქვა. წყვილს უფროსი გოგონა, სესილია ჰყავს.

„ კიტა ძალიან დინჯი და მოკრძალებული ბიჭია. დასაც ჰგავს და დედიკოსაც და მამიკოსაც, მაგრამ ჩვენზე მშვიდია. ზედმეტად არ შეგაწუხებს, არც იტირებს. ძალიან ვცდილობ, ჩემს მეუღლეს კი არ მივეხმარო, ბავშვის აღზრდაში მივიღო მონაწილეობა და რაღაც გამოდის.

სესილიამ თავიდან ცოტა იეჭვიანა, მაგრამ ახლა მსგავსი არაფერია, პირიქით, ძალიან გვეხმარება კიტას აღზრდაში. ის უკვე დიდი გოგოა, ახლა სკოლა დაეწყო და უხარია… მღერის. ნუკრი კაპანაძესთან დადის და ძალიან უყვარს ეს პროცესი… ვოცნებობ, რომ ჩემმა შვილმა მსახიობობა არ მოინდომოს. რომ ვიცი, რა რთულია ამ სფეროში არსებობა, იმიტომაც მირჩევნია, სხვა გზას გაჰყვეს…“

ნიკოლოზი ასევე ამბობს იმას, რომ ბოლო პერიოდში 27 კილო დაიკლო და როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე უყურებს, ძველ კადრებში, ჰგონია, რომ ის სხვა ადამიანია – „ზოგი მეუბნება, ოპერაცია ხომ არ გაიკეთეო. არა, ჯანსაღად, მე თვითონ დავიკელი… ძალიან მსუქანი არ ვყოფილვარ, კომპლექსი იყო და სულ მინდოდა, გამხდარი ვყოფილიყავი…“

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here