ფოტო: ჰეილი ბიბერი ანუკი არეშიძის კოლექციის ტყავის ორეულში გამოჩნდა

ანუკი არეშიძის ამა თუ იმ კოლექციიდან, ბოლო წლებში, საკმაოდ ბევრი მსოფლიო ვარსკვლავი შემოსილა. მათ რიგებს ახლახან შეემატა მოდელი, მომღერალ ჯასტინ ბიბერის მეუღლე, ჰეილი ბიბერი.

ახლახან ამერიკელმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო შავი ვეგანური ტყავის პიჯაკი და შარვალი, ანუკის 2021 წლის საშემოდგომო კოლექციიდან.

ფოტო ლოს ანჯელესში 26 მარტს არის გადაღებული.

(ფოტოები)

Scroll to Top