„კომედი შოუს“ მსახიობმა, ლაშა გაბუნიამ თურქეთში, საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის დახმარებით, ხერხემლის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა.
მსახიობმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხუმრობით აღნიშნავს, რომ ფლაკონში ქუთაისის ჰაერი აქვს, რომელსაც სუნთქავს ხოლმე. საქართველოს ლაშა უკვე დაუბრუნდა. მსახიობმა ვიდეო სტამბოლში, სამშობლოში დაბრუნებამდე გადაიღო.