მაკა ზამბახიძე fortuna.ge-სთან ახალი კლიპის შესახებ საუბრობს, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენს. მისი ახალი კომპოზიცია დაბადების დღის თემას ეძღვნება და ვიდეორგოლის გადაღებას ამ კვირაში იწყებს.
მაკა ზამბახიძე:
ამ კვირაში ვიწყებთ კლიპის გადაღებას ჩემი დაბადების დღის სიმღერაზე. როგორც იქნა, მოვაბით თავი. ერთ-ერთი კომპანია Estaf Faf იღებს. რამდენიმე მაკეტი იწყობა, რომელიც მუსკომედიის თეატრის სივრცეში კლიპისთვის რამდენიმე ლოკაციას შექმნის. დაბადების დღის თემაა, ძალიან მასშტაბურია და უფრო მეტად ხარისხიანი კლიპი შეეფერება. ძალიან მონდომებულები ვართ. ამ კვირის ბოლოს არის გადაღების პირველი დღე. ალბათ, მონტაჟიანად ორ თვეში უნდა იყოს მზად. ზაფხულისთვის, როცა იმედი მაქვს, ლაღები და ბედნიერები ვიქნებით, იქნებ, კონცერტიც გვეღირსოს, კარგ პერიოდში იქნება პრეზენტაცია…