გიორგი გასვიანის მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი დღეს იუბილარია. ტელეწამყვანმა და მსახიობმა მომხიბვლელ მეორე ნახევართან ერთად გადაღებული ფოტოები ახლახან გამოაქვეყნა და რჩეულს დაბადების დღე მიულოცა: „გილოცავ, დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო“.
დღევანდელი დღე ტორტით აღინიშნა ულამაზეს ბუშტებით მორთულ გარემოში, წყვილი კი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.