რუსკა მაყაშვილი დედამთილ-მამამთილთან ცხოვრებით ბედნიერია: „ჩემი მეორე მშობლები არიან…“

0
461

რუსკა მაყაშვილი ორსულადაა. ის და მისი მეუღლე მეორე შვილს ელოდებიან, ამჯერად გოგონას. როგორც ტელეწამყვანი და მსახიობი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, მისმა ვაჟმა, ილომ, დედის ორსულობაზე თავიდან იეჭვიანა, ახლა კი უკვე შეეჩვია და დაიკოს გაჩენას ელოდება.

რუსკა მეუღლესა და შვილთან ერთად დედამთილ-მამამთილის სახლში ცხოვრობს და ამ ფაქტით ძალიან ბედნიერია.

რუსკა მაყაშვილი:

„მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრებას ძალიან დიდი პლუსი აქვს. პირველ რიგში, უნდა გაგიმართლოს, რომ გყავდეს ისეთი დედამთილ-მამამთილი, ვისთანაც კომფორტულად იცხოვრებ. დავიწყოთ იქიდან, ჩვენი სახლი დიდია და თან ძალიან გამიმართლა იმაში, რომ სანდროს მშობლები მართლა ძალიან კარგი ადამიანები არიან, ვერ აღვიქვამ, რომ დედამთილ-მამამთილია. ჩემი მეგობრები და ჩემი მეორე მშობლები არიან. ურთიერთობაში არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს. ერთად ცხოვრებას ის პლუსიც აქვს, რომ ბავშვს სახლში, რომელშიც იზრდება, ბებია და ბაბუა ჰყავს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამიმართლა იმაშიც, რომ ისინი ჩემი შვილის აღზრდაში არ ერევიან და ჩემსა და სანდროს შორის არ დგებიან“, აღნიშნავს მსახიობი.

ფოტო: გიორგი ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here