მარიკა თხელიძე გათხოვდა – ვინ გააცნო „ქართული ოცნების“ დეპუტატი მეუღლე

0
1180

ჟურნალ „თბილისელების“ ცნობით, მარიკა თხელიძე გათხოვდა. მისი რჩეული  „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი მანველიძეა. ორივესთვის ეს მეორე ქორწინება გახლავთ. ურთიერთობისთვის ჯერ ოფიციალური სახე არ მიუციათ, მაგრამ მალე გეგმავენ. ჟურნალთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათი არჩევანი და ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გაცნობიერებული არჩევანია.

“შვილი რომ გავაჩინე, მეუღლეს უკვე დაშორებული ვიყავი, ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და ჩემთვის ადვილი არ იყო ოჯახის დანგრევა” – მარიკა თხელიძე

მარიკა თხელიძე:

ერთმანეთი საერთო მეგობარმა, ნინი ქარსელაძემ გაგვაცნო. პირველივე ნახვისას სიმპათიით განვეწყვე გიორგის მიმართ. დავმეგობრდით. შარშან, როცა ბათუმში ჩავედი, მივხვდით, რომ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ჩემი და გიორგის ურთიერთობაც იქ დაიწყო. გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა… გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახვინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა…

გიორგი მანველიძე:

მარიკა თხელიძე სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ მას გავიცნობდი, მის სიმღერებს ვუსმენდი და ძალიან მომწონდა, მის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თუმცა, თუ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი… საოცარი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარი და მოსიყვარულე მეუღლე. მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველი დღე გამიხალისა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here