ნუცა ბუზალაძე: „რუსი? მე გაგონილი მქონდა, რომ თურქი მილიონერი საყვარელი მყავდა…“

0
840

„ამბობენ, რომ რუსეთში გყავს მილიონერი საყვარელი, საუბრობენ იმაზე, რომ მისით ხარ „გაქაჩული“, შენ იმდენად ნიჭიერი ადამიანი ხარ, რომ არავისი „გაქაჩვა“ არ გჭირდება, მაგრამ ასეთ ჭორებს რას უპასუხებ?“ – ასეთი შეკითხვა დაუსვა რადიო „ფორტუნა პლუსის“ წამყვანმა, გიგა ბატკუაშვილმა მომღერალ ნუცა ბუზალაძეს, რომელიც გადაცემას – „ვიზიტორი“ სტუმრობს.

ნუცამ კითხვას ასეთი პასუხი გასცა:

„მე გაგებული მქონდა, რომ თურქი მილიონერი საყვარელი მყავდა, მერე არაბი… როცა რაღაცას გაბრალებენ, ძალიან ცუდია. მე მართლა იუმორით ვუყურებ ხოლმე. რომც მყავდეს, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როცა არ გყავს და ფიქრობენ, რომ გყავს, ეს ცუდია. რატომ? არ მაქვს იმის ნიჭი, რომ მე თვითონ გავიკეთო კარიერა? რატომ ფიქრობენ, რომ ქალს არ შეუძლია, თავად მიაღწიოს ყველაფერს და აუცილებლად საყვარელი უნდა ჰყავდეს, რომ რაღაცას მიაღწიოს. ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ წარმატებას თავად მივაღწიო. ვინც ამას წერს, წეროს და მერე თავად იკითხოს…“, აღნიშნავს ნუცა და დასძენს, რომ მას ჰყავს შეყვარებული, მასთან ერთად გადაღებული ფოტოები ედო, მაგრამ ახლა აღარ დებს, რადგან არ სიამოვნებს პირად ცხოვრებაზე საუბარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here