სულ მცირე ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალმა ქეთა თოფურიამ მეორე შვილი გააჩინა. მას მეორე ქორწინებიდან ლევ დენგოვთან ბიჭი ეყოლა. პირველი ქორწინებიდან ლევ გეიხმანთან კი 5 წლის გოგონა, ოლივია ჰყავს.
ისევე, როგორც პირველი მშობიარობის შემდეგ, ახლაც, ქეთა თოფურიამ რეკორდულ დროში დაიბრუნა თავისი ძველი ფორმები. „ა სტუდიოს“ სოლისტი არაჩვეულებრივად გამოიყურება. მას დეკრეტული შვებულებაც დაუმთავრდა და ანსამბლის საქმიანობაში კვლავ აქტიურად ჩაება. რამდენიმე ფოტო, რომელიც „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, მოწმობს, რომ ქეთა კვლავ მშვენიერ ფორმაშია.