ნინი ბადურაშვილმა წლების წინ, ნუგზარ თუშიშვილის მიერ დაწერილი პატრიოტული სულისკვეთების სიმღერა – „ფსოუს წყალი“ მაყურებელს „პრაიმშოუს“ ეთერიდან განახლებული ვერსიით შესთავაზა. ვიდეომ მალევე საკმაოდ ბევრი ნახვა და გაზიარება დააგროვა.
ნინიმ თავადაც გააზიარა ვიდეო და დაწერა:
„დიდი მადლობა, ანრი ჯოხაძე, შენ, ახალი ვერსიის შექმნისათვის. მადლობა სიმღერის ავტორს, ბატონ ნუგზარ თუშიშვილს უკვდავი სიმღერის შექმნისათვის! ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასი გახდა ეს სიმღერა ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ. დიდება გმირებს“.