დათო იმედაშვილი აზერბაიჯანული Voice-ის პროდიუსერი გახდა

0
122

ტელეპროდიუსერი დათო იმედაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში მოღვაწეობდა და სხვა მრავალ სატელევიზიო შოუებთან ერთად პროექტ Voice-ს ხელძღვანელობდა, მუშაობას აზერბაჯანში აგრძელებს.

სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ იმედაშვილმა შეთავაზება აზერბაიჯანული Voice-იდან მიიღო და პროდიუსერიც რა თქმა უნდა დათანხმდა. დათო ამჟამად უკვე ბაქოში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ იმედაშვილმა ქართულ Voice-ზე მუშაობაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც პროექტის მესვეურებმა გადაწყვიტეს კონკურსში რუსული სიმღერები შეეტანათ რეპერტუარში.