მომღერალი დათო ხუჯაძე დაქორწინდა. ის თავის რჩეულზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ იპოვა ქალი, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებს. როგორც ის ამბობს, მისი წინა ქორწინების დარულებიდან უკვე 10 წელი გავიდა და დრო დადგა, რომ თავისი მეორე ნახევარი ეპოვა. პირველი ქორწინებიდან დათოს გოგონა, მელანო ჰყავს, რომელიც 12 წლის გახლავთ.
დათო ხუჯაძე:
„ბედნიერი ვარ, რომ ზუსტად ისეთი პიროვნება ვიპოვე, ვისთანაც მთელ ცხოვრებას სიყვარულით გავატარებ. ძალიან თბილი, საინტერესო და ქართული სულის მატარებელია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ეკა დალაქიშვილი პროფესიით ლოტბარია. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. საოცრად კარგად ვგრძნობთ ერთად თავს. თბილისში გავიცანი. დიდი ხანია, ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, ვაფასებდით, ვსწავლობდით ერთმანეთის ხასიათს და მივხვდით, რომ ზუსტად ვიპოვეთ ჩვენი ნახევრები. მეორე კვირაა, რაც ხელი მოვაწერეთ. ქორწილის გადახდა ამ პირობებში შეუძლებელია.
როგორ მოახერხეთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში თქვენი ურთიერთობა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდა?
არ არის საჭირო ყველაფრის სახალხოდ გამოტანა. არ მიყვარს, როცა პირადი ცხოვრება, პირადი სივრცე ყველასთვის ხელმისაწვდომია. საკმაოდ ფრთხილი ვარ. საზოგადოება შეიძლება მსჯელობდეს ჩემს შემოქმედებაზე და არა – პირად ცხოვრებაზე“.