ნოდიკო ტატიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თავისი პირადი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ბოლო სასიყვარულო ისტორია გაუგებრობა იყო.
„ერთ-ერთი ბოლო ისტორია იყო გაუგებრობა. უბრალოდ, ვერ გავიგე, ადამიანს რა უნდოდა ჩემგან – ვუყვარდი, უბრალოდ მეგობარი ვიყავი თუ სხვა რამ. ყოფილა ისეთი მოკლევადიანი ურთიერთობა, როცა პირველივე უთანხმოებაზე და კამათზე დავშლილვართ. წლების შემდეგ მე და ჩემი შეყვარებული შევხვდით და კარგა ხანი ვიცინოდით იმ უაზრო კონფლიქტზე, რის გამოც დავშორდით.
სასიყვარულო ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სიყვარულია, რასაც უნდა მოსდევდეს ერთგულება და ურთიერთპატივისცემა“.