ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილებმა გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ „პროფილში“ ისაუბრა, რომელიც „ბასტი-ბუბუს“ ეძღვნებოდა.
ნინი:
არანაირი განსხვავება არ იყო და მგონია, რომ მასში იმდენად დიდი სიყვარული იყო, რომ ვერ ვიტყვი, რომ მე და ნანუკას უფრო დიდ სიყვარულს ჩუქნიდა, ვიდრე ბავშვებს. ისე უყვარდა და ისეთი სითბოთი იყო განწყობილი, როგორც ჩვენ მიმართ. ძაღლსაც კი, გოგო არისო, ყვავილებს ჩუქნიდა, ჩვენთვის და დედასთვის რომ მოჰქონდა.
როგორ ემზადებოდა გოგიჩობისთვის?
ნანუკა:
სახლში რომ მოდიოდა ჩაწერის შემდეგ, მოქჰოდან წითელი ღილი, ბაფთა, პატარები რასაც ატანდნენ ხოლმე საჩუქრად. ჩვენი უჯრები სავსეა პატარა მეგობრებისგან ნაჩუქარი ნივთებით.