ოთო ნემსაძისა და სოფო მეძმარიაშვილის ოჯახში საახალწლოდ ყველაფერი მორთულია. სოფოს განსაკუთრებით უყვარს ახალი წელი და არც ოთო ჩამორჩება. ცოლ-ქმარმა თავის ძაღლთან ერთად გვიმასპინძლა შინ ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.
ოთო, როგორი საახალწლო განწყობა გაქვს?
საახალწლო განწყობა სულ მაქვს. რატომ არ უნდა მქონდეს? სახლში მაქვს ნაძვის ხე, მექნება გოზინაყიც, კარგ ღვინოს დავაყენებ. ახალი წელი მოდის. ახლა უფრო უნდა გვქონდეს კარგი განწყობა, რადგან ყველასთვის ცუდი წელი იყო და ის უნდა გავაცილოთ. ალბათ, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს იყ, ალბათ, ასეთი განწყობა და ახლა უიარაღო ომის შემდეგ ვხვდებით ახალ წელს. იმედი მაქვს, რომ კარგი წელიწადი გვექნება.
საახალწლო კონცერტში მონაწილეობ?
არავის დაურეკავს ჩემთვის და ამდენი ხნის განმავლობაში არც არავის მოუქცევია ყურადღება.