„ტელეიმედის“ წამყვანი, ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე გარკვეული პერიოდია, ეკრანიდან გაქრა. „იმედის დილაში“ მან ამის მიზეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და მსახიობი და ტელესახე აჩიკო სოლოღაშილი პირველ შვილს რვაწლიანი ქორწინების თავზე ელოდებიან.
ნუცა ქავთარაძე:
გაქრობას რაც შეეხება, პირველ რიგში, ყველა მაყურებელს მადლობას ვეტყვი, ვინც ერთი მესიჯი მაინც გამომიგზავნა. გულწრფელად ვამბობ, არ მეგონა, რომ ამდენი გულშემატკივარი მყავდა. ბედნიერი ვარ. ხშირად მწერენ მოსაზრებებს, ალბათ, პოლიტიკური შეხედულებების გამო გამიშვეს სამსახურიდან, რომ ჩემი მეუღლე სხვა არხზე მუშაობს, მაგრამ მაქვს საპატიო მიზეზი, ჩემთან ორმაგი კარანტინია, ორის მაგივრად ვარ კარანტინში. მეუღლისა და ჩემი ბრალეულობა არის ის, რომ მე და აჩიკო ველოდებით ბავშვს და ვეცადე, რომ ყველაფრისგან იზოლირებული ვყოფილიყავი.
პატარას ველოდებით თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში. ველოდებით ბიჭს, სახელიც შევარჩიეთ, მაგრამ ვორჭოფობთ. მინდა, ჩემს შვილს სანი ერქვას, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ გადაგვიწყვეტია.
ძალიან შევიცვალე. ყველას ხომ გახსოვართ ძალიან აქტიური. სკოლაში თხასაც მეძახდნენ, პირდაპირ ვიტყვი. ბოლო შვიდი თვეა, ვარ ფარფატა, ნაზი, დინჯი… დღეში სამჯერ უმიზეზოდ ვტირი.