ოთო ნემსაძე: „თუ სასტუმროებში ადამიანების დასვენება შესაძლებელია, რატომ არ შეიძლება ჩემი 50-კაციანი კონცერტი ამავე სასტუმროში?!.“

0
417

მომღერალი ოთო ნემსაძე ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ახალ განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ სასტუმროებში კულტურული ღონისძიების გამართვა მკაცრ აკრძალვას ექვემდებარება და წერს:

„ამიხსნას ვინმემ, თუ სასტუმროებში ადამიანების დასვენება შესაძლებელია, სადაც ყველა ყოველდღე ერთმანეთს ხვდება, რატომ არ შეიძლება ჩემი 50-კაციანი კონცერტი ამავე სასტუმროში

ხმას არ ვიღებ ამდენი ხანია.

ვემორჩილებით ყველა რეგულაციას.

ვემიჯნები პოლიტიკურ აურზაურს.

მართლა მშივრები ხო არ დავიხოცებით?

ან ის ხალხი მაინტერესებს, საახალწლო კონცერტების გამო რო გვლანძღავს და თვითონ ერთი წელი სახელმწიფო სამსახურიდან ხელფასს რომ იღებს.

მე რა ვქნა, თვითდასაქმებულშიც რომ ვერ გავდივარ?

ამიხსნას ვინმემ !!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here