დააკავეს მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც გია ჯაჯანიძის და ნოე სულაბერიძის სახელით მოქალაქეს 17 000 დოლარს სძალავდა

0
823

დააკავეს პროდიუსერი ჯიმი მაქაცარია, რომელიც ამ წუთებში ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. ის ცნობილი ტელეწამყვანების სახელით, მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის გაკეთებას ჰპირებოდა. როგორც ტვ პირველმა გაარკვია, მომღერალი და პროდიუსერი ერთ-ერთ მოქალაქეს ჰპირდებოდა, რომ გია ჯაჯანიძის გადაცემის საშუალებით აშშ-ში გაამგზავრებდა და ამ მიზნით მას 17 000 დოლარი გამოართვა. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ერთი ადამიანი არის დაზარალებული. ჯიმი მაქაცარიას გამოძიება ბრალს თაღლითობის მუხლით წარუდგენს. პროდიუსერი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით დაიბარეს, თუმცა დააკავეს. მასთან ერთად მეორე ადამიანიც არის დაკავებული.

გია ჯაჯანიძე აღნიშნავს, რომ მას ბოლო დროს მოქალაქეები ურეკავდნენ და სთხოვდნენ, რომ 20 000 დოლარის მაგივრად მას ნაკლებ თანხას გადაუხდიდნენ:

“თავიდან შოკში ვიყავი. კი ვამბობდი უარს, მაგრამ ბოლოს გადავირიე და დავიწყე ძებნა. ვიღაც ემიგრანტი ყოფილა პარიზში, რომელიც თურმე ამბობს, რომ საზღვარგარეთ მე წავიყვანე”.

ნოე სულაბერიძე:

ამ ადამიანს პირადად არ ვიცნობ. მეგობარმა ჩამიგდო დაკავების ვიდეო, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა. საბოლოო ჯამში, ჩემს სახელსა და რეპუტაციას არ მიადგა ზიანი, რომლის გამოყენებითაც, თაღლითური გზით ადამიანები ფულის გაკეთებას ცდილობდნენ. ასეთი რამ კიდევ თუ ხდებოდა, არ მეგონა. 90-იანების გადმონაშთია, როდესაც ადამიანები ასეთი გზით ევროპაში უშვებდნენ ხალხს. თუმცა აღმოჩნდა, რომ კიდევ არიან ასეთი ადამიანები და ვფიქრობ, მათ საკადრის პასუხს გასცემს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here