,,რობერტო კავალის” ახალი კოლექციის კამპანია სოციალურ ქსელებში დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს. მისი სახე ამჯერად ქართელი მოდელი მატილდა გვარლიანია.
მცირე ხნის წინ მატილდას ფოტო კავალის ახალი ჩანთის რეკლამისთვის გამოაქვეყნეს, ახლა კი მთლიანი ლუქის ფოტოც განათავსეს ოფიციალურ გვერდზე.