ასეთი ტიტული რომ არსებობდეს, ანუ ყველაზე ლამაზი ქართელი ბებიის, მას აუცილებლად ლიკა კვარაცხელიას მივაკუთვნებდით. ფეხბურთელ მურთაზ შელიას მეუღლე, წარსულში მოდელი, ლიკა კვარაცხელია საქმიანი ქალია, ის თაკო ჩხეიძესთან ერთად “ჯეომოდელსს“ ხელმძღვანელობს, არის სამი შვილის დედა და ოჯახში ყველაზე გემრიელი კერძების მომზადების პარალელურად, საკუთარი კულინარიული ჰობი მცირე ხნის წინ “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემის მაყურებელსაც გააცნო.