რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, მასტერმა ინტერვიუ მისცა fortuna.ge-ს და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, როგორი გოგონები არ იქნებიან არასდროს მის გვერდით. ამ ინტერვიუს გამო მასტერი ერთ-ერთ ქალთა ჯგუფში გააკრიტიკეს.
მოგვიანებით, რეპერმა ამ თემაზე განმარტება დაწერა:
„ჩემი ინტერვიუს გამო, ერთ-ერთ ქალების ჯგუფში გადამიარეს, გამლანძღეს და ა.შ; ეს კომენტარები დამისქრინა ერთ-ერთმა ადამიანმა, რაზეც გადავწყვიტე, მათთვის პასუხი გამეტანებინა (კომენტარის სახით), მაგრამ ვინც იქ დაპოსტა ჩემი კომენტარი, ყველა წაშალეს და დაბლოკეს. აქედან გამომდინარე ნება მომეცით აქედან ვუპასუხო მათ.
პასუხი:
სიმართლე გითხრათ მიკვირს, აზრის დაფიქსირება რატომ ითვლება ვინმეს დისკრიმინაციად. მე არ მითქვამს. ვინც შიშველ ფოტოს. დებს ბოზია-მეთქი, ეს ერთი. მეორეც, არც ის მითქვამს, საცურაო კოსტუმში აუზზე გადაღებული ფოტო არ მომწონს-მეთქი, თქვენ კარგად იცით, რა ტენდენციასაც ვგულისხმობ, თუმცა სავარაუდოდ, თქვენ ეს მოგწონთ და არც ესაა ტრაგედია – მოგწონდეთ.
თქვენ, ალბათ, სიტყვა “დოსიემ” გაგაღიზიანათ, ინტერვიუში საუბრისას ხშირად შეიძლება იხმარო სიტყვა, რომელიც პირდაპირ არ უნდა გესმოდეთ. არამარტო გოგოს შემთხვევაში, ზოგადად, ადამიანს რომ იცნობ და მასთან გარემო გაახლოვებს, ჩემი აზრით, უნდა ინტერესდებოდე, რა სახელი აქვს მას სოციუმში, ვინ არის მისი მეგობარი, რას აკეთებს, რას საქმიანობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი პრინციპით ცხოვრობენ: “თუ ჩემთან კარგი ტიპია, არ მაინტერესებს როგორია სხვებთან”, მე არ ვემხრობი ამ პრინციპს, ჩემი ძმაკაცი ჩემთანაც კაცი უნდა იყოს და თავის სამეგობროშიც და სამსახურშიც, ასევეა გოგოზე – მიკვირს, ამის ახსნა რომ დამჭირდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა…
ვიღაცას შეიძლება, მომღერალი ან მსახიობი ბიჭი არ უნდოდეს გვერდით, არ იყოს მისთვის კომფორტული და თქვას – ამაში ვერ ვხედავ პრობლემას,
გემოვნების საკითხია. ასევე დავაფიქსირე მეც ჩემი აზრი.
აქ, ძირითადად, ისეთი ადამიანები ღლიცინებთ, ვისაც უბრალოდ, გიყვართ ადამიანების დაცინვა და სეირის ყურება, თუმცა it’s ok, თუ ეს სიამოვნებას განიჭებთ – ისიამოვნეთ.
P.S.
ყველაფერი რომ გვერდზე გავწიოთ და არაფერი განვიხილოთ, ძალიან დაბალი დონეა პირადი მიმოწერების გასაჯაროვება, არც კი დამსიზმრებია მსგავსი საქციელის გაკეთება…
ანალოგიური ხერხით რომ ვცდილობდე თქვენთან “დავის მოგებას”, ბევრს უხერხულად ჩააგდებდა ჩემი ჩათის გასაჯაროვება. ამ საქციელით და კიდევ ზოგიერთების ლექსიკით ჩემთვის ყველაფერი ნათქვამია. წარმატებები“.