ვიდეო: თიკა ფაცაციამ სპეციალურ ლაივჩართვაში კოვიდის სიმტომებზე ყველა კითხვას უპასუხა

0
562

თიკა ფაფაციამ სოციალურ ქსელში სპეციალური ლაივაჩართვა მიუძღვნა კოვიდ-19-ს და საკუთარ სიმპტომებს, რადგან როგორც თავად ახსნა, უამრავი ადამიანი სწერს და ცალ-ცალკე გაუჭირდა პასუხების გაცემა.

თიკა ფაცაცია:

„პირადად მე მქონდა ძლიერი თავის ტკივილი და სიცხე 37.2-დან 38-ნახევრამდე. ხველა არ მქონია. ბევრი მწერს ყნოსვასთან დაკავშირებით და ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, ნუ იდარდებთ, დაკარგვა, არდაკარგვა  არ არის გადამწყვეტი და თავისთავად, აღდგება. უბრალოდ, ყველას სხვადასხვა დროს ეკარგება და აღდგენა დროს მოიცავს. შეიძლება, აღდგენა გაგრძელდეს 3-4- კვირა და არ არის პრობლემა.

სუნთქვის გაძნელების ერთი ეპიზოდი მქონდა, რომ დავაკვირდი, ისეთი ძლიერიც არ იყო. ერთი დღე მქონდა ცოტა დანაკლისი, ვატყობდი, რომ სრულად არ ივსებოდა ფილტვი, მაგრამ მეორე დღიდან გამომიკეთდა მდგომარეობა.

არც ერთი წამალი არ მიმიღია. სასარგებლოა ბევრი წყალი, სასურველია ლიმონიანი, ვისაც სისხლძარღვების პრობლემა აქვს და მე ლიმონიანს ვსვამდი. სასურველია რეზინის ბუშტის ან საღეჭი რეზინის ბერვა პერიოდულად და ბევრი სიარული ფეხით.

რაც შეეხება იზოლაციას – სიმპტომების გამოვლენიდან ეგრევე უნდა გადახვიდეთ იზოლაციაში და მოშორდეთ ყველას, რომ სხვას არ გადასდოთ. შეკეტვიდან 10-12 დღე არის ვადა, როდესაც თქვენ უნდა იყოთ იზოლაციაში და დააკვირდეთ თქვენს სიმპტომებს. სიცხის არქონიდან თუ გასულია 48 საათი და არ გქონიათ არანაირი სიმპტომი, უკვე თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილდეთ. მე მაინც 12 დღე მოვიცადე და მერე გამოვედი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დავრწმუნებულიყავი.

ზოგიერთმა მომწერა, რომ არ აქვთ იზოლაციის საშუალება, ზოგი საზღვარგარეთ ცხოვრობს. თუ ხართ ენერგიული და სიმპტომები არ გაწუხებთ, ეს არის მსუბუქად მიმდინარე კოვიდი და აუცილებლად ჩაივლის.

პირველი სიცხე, სხეულის ნაწილების ტკივილი არის ათვლის წერტილი და არა ტესტის გაკეთება.

გისურვებთ ჯანმრთელობას. მალე დაუბრუნდით თქვენს ჩვეულ ცხოვრებას“, აღნიშნავს თიკა ფაცაცია ვიდეომიმართვაში.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here