ქეთა თოფურია ამჟამად დუბაიში ისვენებს. საყვარელ მამაკაცთან, ლევ დენგოვთან ერთად, ის შესანიშნავ დროს ატარებს, თუმცა პაპარაცები მომღერალს მოსვენებას არ აძლევენ.
ახლახან საიტზე super.ru გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც დუბაიშია გადაღებული. ამ ფოტოებზე ორსული ქეთა თოფურია ჩანს.
როგორც ცნობილი გახდა, მომღერალი მეორე შვილს ელოდება. ის და ლევ დენგოვი კი მალე დაქორწინებას გეგმავენ, რადგან ქეთას უკვე აქვს საყვარელი მამაკაცისგან ნაჩუქარი ბეჭედი, რომელსაც სულ ატარებს.