მომღერალი ნინი შერმადინი წლებია, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. საქართელოში საკმაოდ იშვიათად ჩამოდის. მომღერალი ამერიკაში ერთ-ერთ ბანკშია დასაქმებული, თუმცა პარალელურად, სიმღერისთვისაც იცლის ხოლმე.
ამჯერად ნინიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით გაგვაკვირვა. მან ჰელოუინის დღისთვის მალეფისენტის როლი შთამბეჭდავად მოირგო. კარგმა გრიმმა და ჩაცმულობამ ის პერსონაჟს ძალიან დაამსგავსა.
შეგახსენებთ, რომ მალეფისენტის როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.