ივანა მელაიმ კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამერიკულ ხმის ჩამწერ სტუდიაში ალბომს წერს

0
839

ივანა მელაიას ცხოვრებაში დიდი სიახლეებია. აშშ-ში მცხოვრებმა უკრაინელმა მომღერალმა, რომელმაც ხუთი წელი საქართველოში გაატარა და აქ პოპულარობა მოიპოვა, პრესტიჟული კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლა აშშ-ში საკუთარი ფროდაქშენ-კომპანია აქვს, ხოლო ამერიკული ხმის ჩამწერ სტუდიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ალბომზე მუშაობს. გარდა ამისა, ივანა იმასაც ასწრებს, რომ საქართველოში დაბრუნებულმა, ქვეყანაზე, სადაც 5 წელი გაატარა და თავისი სიყვარული იპოვა, რამდენიმესერიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღოს. ყველა სიახლის შესახებ ივანამ fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ივანა მელაი:

ყველა წუწუნებს ამ წელზე, მაგრამ ჩემთვის შესანიშნავი იყო (იღიმის). გასული წლის დეკემბერში კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრე, კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერის განხრით. მუსიკალური მიმართულებით აღარ წავედი, რადგან ვიფიქრე, რომ ამ მხრივ ვერავინ ვეღარაფერს მასწავლის, ჩემი პირველი უმაღლესი განათლება მუსიკას უკავშირდება.

არ დაიჯერებთ, მაგრამ უნივერსიტეტში ქუჩიდან მივედი, ჩემი რეზიუმეთი და ვიკითხე, ვისთან შეიძლება გასაუბრება, რადგან იქ სწავლა მინდოდა. რეზიუმეს გაცნობის შემდეგ ძალიან გაუხარდათ და გადამიხადეს დიდი მადლობა იმისთვის, რომ მათთან მივედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ შემატყობინეს, რომ მიმიღეს. გაითვალისწინეს ისიც, რომ უკრაინასა და საქართველოში ტელევიზიაში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება მქონდა, ამიტომ გამოცდებიც არ ჩამაბარებინეს, ამასთანავე, სახელმწიფომ აანაზღაურა ჩემი სწავლის საფასურიც. სწავლის პერიოდში მოვხვდი ამერიკის საუკეთესო სტუდენტების ჩამონათვალში. სწავლის პერიოდი საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო იყო. მივხვდი, რომ ამერიკულ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის პრესტიჟულ ამერიკულ სასწავლებელში უნდა მოვხვედრილიყავი.

სხვათა შორის, როცა ვთქვი, რომ ეს წელი ჩემთვის შესანიშნავია, მხოლოდ სწავლას არ ვგულისხმობდი, ჩიკაგოს ხმის ჩამწერი სტუდიიდან Music Garage, სადაც იწერებოდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან სტინგი, ბარბარა სტრეიზანდი და Maroon 5 და შემომთავაზეს კონტრაქტი ამერიკული ალბომის ჩაწერაზე. ალბომს უფასოდ მიწერენ, პარტნიორობის უფლებით.

უკვე ჩავწერეთ სამი სიმღერა და გადავიღე კლიპი, რომლის პრემიერაც ოქტომბერში შედგება. გავხსენი ასევე საკუთარი პროდაქშენ-კომპანია, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ვიდეოს, რეკლამის, კლიპის გადაღებაზე. ჩემი კლიპისთვის სცენარი 15 წუთში დავწერე და თავად გადავიღე. ალბომი, ალბათ, 2021 წელს გამოიცემა.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here