ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილს “მთავარი არხის” დილის გადაცემა ახალი რუბრიკით “აბა, მიპასუხე” ესტუმრა. ცნობილ წყვილს ერთსა და იმავე კითხვებზე მოუწიათ პასუხების გაცემამ და მაყურებელმა შეიტყო, ვინ არის ლელასა და მამულიჩას შორის უფრო მომთხოვნი საქმეში, უფრო დამთმობი პირად ცხოვრებაში და ვინ ურიგდება პირველი.
როგორც გაირკვა, ლელასა და მამულჩას შორის უფრო მეტად წუწუნა მამულიჩაა. მან გაიხსენა, როდის მოეწონა ლელა და აღნიშნა, რომ ეს მოხდა მაშინ, როდესაც მისმა მეგობარმა ლელას ბეჭედი შეუქო, ხოლო მამულიჩამ – თითები: „ისეთი ამომხედა, კინაღამ გადავვარდი სკამიდან“.