გულო გარმელია ჟურნალისტია, რომელსაც ხშირად ძალიან ამსგავსებენ ცნობილ დიზაინერს, მაკა ასათიანს. მსგავსება მართლაც არის, და ჩვენი რესპონდენტისთვის, რომელიც ეს საუკეთესო კომპლიმენტია.
გულო გარმელია:
ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ კარგად გამოვიყურები, ვგავარ მაკა ასათიანს. ამის თქმისას აქცენტს ყველაზე მეტად თვალებზე აკეთებენ ხოლმე. ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია. მაშინ ვიჯერებ, რომ შეიძლება, მართლა კარგად გამოვიყურებოდე…
ფოტოსესია რომ გადავიღე გადაცემისთვის, ყველა ჩემს მეგობარს ეგონა, რომ მაკას ახალი სურათი დავდე. ძალიან ბევრი მეუბნება და ძალიან მიხარია კიდევაც.
ვმუშაობ რადიო „მაესტროში“, სამედიცინო გადაცემის წამყვანი ვარ. ის გუნდი, რომელსაც მაკასთან ტელევიზიასა თუ რადიოში უმუშავიათ, მეუბნებიან, რომ მსგავსება ნამდვილად არის.
მაკა ასათიანი ძალიან მომწონდა ბავშვობიდან. იმ დროიდან, სანამ მაკიაჟის კეთებას დავიწყებდი, მას დავემსგავსებოდი და მივბაძავდი. მხოლოდ მე არ ვაღიარებ მისი განსაკუთრებული ჩაცმის სტილს, მაკიაჟს, ზოგადად გარეგნობასა და გემოვნებას. სითამამეც სჭირდება იმის მოხდენას, რასაც მაკა იხდენს. ის ყოველთვის განსაკუთრებული ქალბატონი იყო ჩემთვის.