ნიკა გავრამიამ „მთავარი არხის“ ახალი შოუ „მხოლოდ ლელასთან“ სოცქსელში გამოქვეყნებული პოსტით შეაფასა და ლელა წურწუმიასთვის დადებითი სიტყვები არ დაიშურა;
ნიკამ დაწერა:
„გიჟია რა, ეს გოგო. პირველივე ეთერში გააფრინა, თან ლაივში. მისი ცხოვრების პირველ ლაივში.
Lela Tsurtsumia ❤
p.s. Kakhi Mamulashvili ვისთანა ხარ შენ ვაფშე, გადაშენდი“.
მის ამ სტატუსს გამოეხმაურა მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რის შემდეგაც ნიკა გვარამიამ მას დაუწერა: „ვაფრენ კი არა, ან დაბრუნდები ან ბომბს გესვრი. მომენატრე, გადავირიე, ხო არ გაკლია შენ“. სოფომ კი ნიკას ასე უპასუხა: „ძალიან მალე“.
შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძე აშშ-ში იმყოფება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას იქ გოგონა შეეძინა.