დემნა გვასალიამ Apple-თან ითანამშრომლა და საკუთარი ფლეილისტი გამოაქვეყნა, სადაც 181 სიმღერაა შესული.
“ბალენსიაგას” კრეატიულმა დირექტორმა, რომელიც დღევანდელი მოდის სამყაროს ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავია, საკუთარი მუსიკალური გემოვნება საზოგადოებას გაუზიარა.
დემნას ფლეილისტის ბოლო სიმღერაა ნიაზ დიასამიძის “ფანდური”, რომლის მოსმენაც, სხვა სიმღერებთან ერთად, ასევე შეუძლიათ გვერდის ვიზიტორებს.