რას ამბობს ვიკა სანიკიძე მისი და სოფო ნიჟარაძის რომანის შესახებ ჭორზე

0
88

გავრცელდა ხმა, რომ კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მომღერალი სოფო ნიჟარაძე ერთად არიან. მათი რომანის შესახებ ჭორები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძემ ვიკა სანიკიძის თურქულ “ოლსტარსში“ მოსახვედრად დიდი აქტიურობა დაიწყო. მან გააზიარა ის ბმული, რომლითაც სანიკიძისთვის ხმა უნდა მიგვევა და ზაზა ფაჩულიას მსგავსად, მისი ვარსკვლავების თამაშში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა. მათი ფეისბუქ-მეგობრობა ამ ბოლო დროს ძალიან თვალშისაცემი გახდა. როგორც ჩანს, ჭორები სწორედ ამ აქტიურობის გამო გავრცელდა.

Music Box-ი კალათბურთელს ამბის გადასამოწმებლად დაუკავშირდა.

ვიკა, გავიგეთ, რომ სოფო ნიჟარაძესთან გაქვს რომანი. ასე ამბობენ თბილისში…

ვიკა სანიკიძე:

ეს რაღაც ახალია. კაი ხანია, ჩემზე ჭორები აღარ გამიგია.

ანუ სოფოსთან მეგობრობ?

კი, ძალიან დიდი ხანია ვმეგობრობთ, წლებია…

კარგი, მაშინ ის მაინც მითხარი, ვინმე თუ არსებობს შენს ცხოვრებაში?

ვარ თავისუფალი და მშვენივრად ვგრძნობ თავს…

როგორი გოგონები აკმაყოფილებენ შენს გემოვნებას?

ცოტა მაღალი, ძალიან გამხდრები არა. იუმორის მქონე, მხიარული, კარგი ხასიათის, დანარჩენს მივხედავთ (იღიმის). ჰო, და ძალიან ლამაზი.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here