მაიკო კაჭკაჭიშვილი იხსენებს ერთ-ერთი სიმღერის დაწერის პერიოდს, რა დროსაც 18 წლის გახლდათ და საკმაოდ გაჭირვებულად ცხოვრობდა.
ეს არის მისი ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა „მატირე“, რომელიც ნინა წკრიალაშვილმა შეასრულა და მას დიდი პოპულარობა მოუტანა.
კომპოზიტორი წერს:
„ეს სიმღერა რომ დავწერე, ვიყავი 18 წლის… ცუდად მახსენდება ამ სიმღერის შექმნის პროცესი, თან, დეტალებში მახსოვს. გვერდით დარბაზში გამოპრანჭული „ვარსკვლავები” ერთობოდნენ, ტანზე პარიზი და მილანი ეცვათ, მე კიდევ საათს ვუყურებდი, რომ ბოლო “მარშუტკისთვის” მიმესწრო:) არა, არავისი მშურდა, მაგრამ ჩემი მდგომარეობა მატირებდა…“