ქეთა თოფურია, დასვენების შემდეგ, სცენას დაუბრუნდა. მომღერალმა თაყვანისმცემლებს სტილისტების მიერ გაკეთებული ახალი ვარცხნილობის ვიდეო შესთავაზა, რომელიც საგრიმიოროშია გადაღებული. “იმიჯი-კოსმოსი”, ასე აღწერს “ა-სტუდიოს” სოლისტი თავის ახალ იმიჯს.
ქეთას ამ ვიდეოში ოვერსაიზ კაბა აცვია. მომღერალს ერთ-ერთი მიმდევარი ეკითხება, ხომ არ არის ის ორსულად, თუმცა ამ შეკითხვაზე ქეთას პასუხი არ გაუცია.
მედიაში აქამდე უკვე გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ ის და ლევ დენგოვი თავიანთ პირველ შვილს ელოდებიან.
ქეთა თოფურიას, შეგახსენებთ, პირველი ქორწინებიდან, გოგონა, ოლივია გეიხმანი ჰყავს.