ქეთა თოფურიამ წლევანდელი ზაფხული საფრანგეთსა და იტალიაში გაატარა. “ა-სტუდიოს” სოლისტმა არდადეგები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა და შესანიშნავი ადგილები მოინახულა. ოჯახთან და საყვარელ ადამიანთან, ლევ დენგოვთან ერთად, ჯერ საფრანგეთში, სენ ტროპეში იმყოფებოდა, შემდეგ კი იტალიაში, ტოსკანაში.
მან “ინსტაგრამზე” მცირე ხნის წინ სწორედ როსკანაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თავისივე ბრენდის Keti One მოკლე კაბაში პოზირებს.