ანუკი არეშიძე სოფლის ცხოვრებამ გაიტაცა. ,,ინსტაგრამის” სთორიში ამჯერად ვიდეო განათავსა, სადაც ჩანს, როგორც აჭმევს კურდღლებსა და ინდაურებს. ის, როგორც ჩანს, სხვათა მსგავსად, პანდემიის პერიოდში და შემდეგაც დაინტერესდა მეურნეობით და საკუთარი ბოსტანიც აქვს და ლაგოდეხში მდებარე სახლში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში.
როგორც თავად დაწერა: ,,სოფლის ცხოვრების აღმოჩენისას… და როგორ მოგწონთ ჩემი კაბა ამ სიტუაციისთვის?“
ანუკის თავისივე კოლექციიდან აბრეშუმის მწვანე კაბა აცვია.