შორენა ბეგაშვილი ამჟამად თურქეთში ისვენებს და აშკარაა, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი მარტო არ არის, რადგან სოცქსელებში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ვარდებითაა გარემოცული.
შორენას “ინსტაგრამზე” ნახავთ ასევე ბეჭდისა და ვარდების ფოტოებსაც, რაც მნახველს იმას აფიქრებინებს, რომ მას რჩეულმა ცოლობა სთხოვა.
შორენა ბეგაშვილი გარკვეული პერიოდის წინ მეორე ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს დაშორდა და მასთან ოფიციალურად გააწერა ხელი. საზოგადოებამ ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ლამაზმანმა გამოაქვეყნა განქორწინების საბუთი იუსტიციის სახლიდან.
ახლახან შორენას ქალიშვილს, ევას ძვირად ღირებული მანქანა აჩუქეს, რისთვისაც შორენამ უცნობ ადამიანს, მხოლოდ სახელის ინიციალით ლ მადლობა გადაუხადა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი ახლანდელი რჩეული კანონიერი ქურდია, რომელიც თურქეთში ცხოვრობს.
შორენას ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მსახიობი თავს ძალიან კარგად და ბედნიერად გრძნობს.