ბათუმის ბულვარის გარშემო ხმაური გრძელდება. საქმე იმაშია რომ ბულვარის ადმინისტრაცია მისი განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამი სასეირნო ბილიკიდან ერთ-ერთის გაუქმება, მეორე ზოლში კი კაფე-ბარების მოწყობა იგეგმება.
ბათუმის ბულვარის მხარდასაჭერად ფეისბუქზე მიდმინარეობს კამპანია, რომელიც გულისხმობს ფოტოს გადაღებას, სადაც სოციალური კამპანიის მხარდამჭერის სამი თითი უნდა ჩანდეს, რაც ბათუმის ბულვარის სამ სასეირნო ზოლს გულისხმობს. სურათის ფეისბუქზე განთავსებისას გამოყენებული უნდა იქნას ჰეშთეგი #სამივე.
წარმოგიდგენთ ცნობილ სახეებს, რომლებიც ზემოთხსენებულ კამპანიას შეუერთდნენ…