ოთო ნემსაძემ “პროფილში” ბასგიტარისტ შაკო ღელეყვასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მათ ერთობლივად შემოგვთავაზეს ნატო გელაშვილის ცნობილი სიმღერის “მე მზეს ვატან” ახალი არანჟირება და შესრულება.
ოთომ თავად გააზიარა სიმღერა და დაწერა, რომ ძალიან უნდოდა ნატო გელაშვილის ამ კომპოზიციის შესრულება და კომპოზიტორს მადლობ აგადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა შაკო ღელეყვასაც საოცარი ვერსიისთვის.