მუსიკალური კონკურსის ,,დიდი სცენა” მორიგი ლაივკონცერტი გაიმართა ,,რუსთავი 2″-ის ეთერში. ამჯერად მონაწილეებმა შეასრულეს ქართული სიმღერები.
შოუს პირველ ნაწილში წინა ტურის აუტსაიდერების, გიორგი გასვიანისა და ალბინა ჯანელიძის დაპირისპირება ვიხილეთ. მათ დუეტი შეასრულეს, რის შედეგადაც მაყურებელმა ამ ორს შორის არჩევანი გიორგი გასვიანზე შეაჩერა, ალბინამ კი, სამწუხაროდ, პროექტი დატოვა.
პროექტის საკონკურსო ნაწილში ქართული სიმღერები მონაწილეებს ნატო მეტონიძემ შეურჩია.
მესამე ლაივ შოუზე, მაყურებლის რჩეული გახდა – ლევან ყანდიაშვილი. ჟიურის ქულათა ჯამით ლიდერობა ასევე ლევანმა მოიპოვა.
რაც შეეხება აუტსაიდერებს, ლაივ შოუზე მაყურებლისა და ჟიურის ქულათა ჯამით, ყველაზე ნაკლები ხმა მიიღეს: ცოტნე ბარბაქაძემ, აკაკი პაპუნიდმა და თემო კახელიშვილმა.
ბოლო სამ ადგილზე გასული კონკურსანტებიდან ჟიურის რჩეული გახდა ცოტნე ბარბაქაძე, შესაბამისად, აუთსაიდერები არიან: თემო კახელიშვილი და აკაკი პაპუნიდი, რომლებიც 26 ივლისს, კვირას მეოთხე ლაივ-კონცერტზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან, მაყურებელი კი მათ შორის არჩევანს გააკეთებს და გადაწყვეტს, ვინ დარჩება პროექტში.
აუთსაიდერებისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ მეოთხე ლაივის დაწყებისთანავე. დუეტის შესრულების დროს, ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ აუთსაიდერებისთვის.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი აუთსაიდერი დატოვებს პროექტს თქვენ უკვე შეგეძლებათ დაურეკოთ და ხმა მისცეთ ყველა კონკურსანტს, მათ შორის პროექტში დარჩენილ აუთსაიდერსაც ლაივის დასრულებამდე.